ჩვენს შესახებ
ფინანსური მომსახურება თანამედროვე ადამიანებისთვის.
ჩვენს დროში, როდესაც წარმატება ხშირად სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა აუცილებელ საჭიროებად იქცა.
Სვის კაპიტალის გუნდმა მომსახურების მთავარ მახასიათებლად სისწრაფე, სიმარტივე და პროფესიონალიზმი დავისახეთ. 2010 წლიდან, ვქმნით ახალ გზებსა და შესაძლებლობებს, რომ ხელი შევუწყოთ როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე მცირე და მიკრო ბიზნესს - მათ შორის თვითდასაქმებულებსა და საოჯახო ბიზნესებს, პირადი ფინანსების მართვასა და საქმიანი მიზნების მიღწევაში.

Სვის კაპიტალის მისიაა მომხმარებელთა კეთილდღეობის გაუმჯობესება მარტივი, სწრაფი და ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებებით.
ვქმნით ფინანსურ სივრცეს, სადაც ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი - საჭიროება, გადაწყვეტა და სერვისი. ჩვენი მიზანია გავხდეთ უნივერსალური საფინანსო ორგანიზაცია და მომხმარებლისთვის, ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეებში, მარტივად და უსაფრთხოდ უზრუნველვყოთ ყველა მნიშვნელოვან ფინანსურ სერვისზე წვდომა.
ვაშენებთ მომავალს, სადაც ფინანსური სერვისები მდგრად განვითარებას ემსახურება - ვზრუნავთ გარემოზე, მხარს ვუჭერთ მოქალაქეებს და გულმოდგინედ ვითვალისწინებთ პასუხისმგებლიანი მართვის პრინციპებს.
სვის კაპიტალის სტრატეგია
უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი
ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისები გავხადოთ მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი. ამ მიზნით, მუდმივად ვაფართოვებთ საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების არჩევანს, ვზრდით ფილიალების რაოდენობას და ვავითარებთ დისტანციურ მომსახურებებს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ვუთმობთ მცირე ბიზნესების, თვითდასაქმებულებისა და საოჯახო საწარმოების მხარდაჭერას.
ციფრული ტრანფორმაცია
ჩვენ ვქმნით ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ფინანსური სერვისები სწრაფად და მარტივად მიიღონ. ოპერაციული პროცესების და მომსახურების გაციფრულება საშუალებას მოგვცემს, მომხმარებელთა 45%-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დისტანციურ მომსახურებაზე გადავიყვანოთ - შეგიქმნათ მეტი კომფორტი და დავზოგოთ თქვენი დრო.
ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო
ჩვენთვის პრიორიტეტია თანამშრომლების უსაფრთხოება, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა. ვქმნით ინკლუზიურ გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, სამართლიანი ანაზღაურება და შესაბამისი მხარდაჭერა პროფესიული განვითარებისათვის. ჩვენი მიზანია, თითოეულმა თანამშრომელმა იგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა და იყოს მოტივირებული საერთო წარმატების მისაღწევად.
პასუხისმგებლიანი ბიზნესი
სვის კაპიტალი მრავალი წელია ხელმძღვანელობს გამჭვირვალე და სამართლიანი ურთიერთობის პრინციპებით. ეს კი მომხმარებელთა მაღალი ნდობის საფუძველი გახდა. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო გავიზარდოთ როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი, რომელიც მხარს უჭერს მდგრადი განვითარების პრინციპებს და მოქმედებს მაღალი მმართველობითი სტანდარტების შესაბამისად. გვჯერა, რომ ამ გზით დადებითი გავლენის მოხდენა შეგვიძლია საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.
დაინტერესდი ჩვენით?
გაიგე მეტი ჩვენს შესახებ – გაეცანი ჩვენს სერვისებს ან იპოვე შენთვის საინტერესო ვაკანტური პოზიცია სვის კაპიტალის გუნდში.