
ახალი ფილიალი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე
სვის კაპიტალის ახალი ფილიალი საბურთალოზე, ყაზბეგის გამზ. N31-ში გაიხსნა!
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 18:30 შაბათი: 10:00 - 16:00
26 Feb 2025
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალმა პროექტ „ჩართე“-სთან პარტნიორობით ოკუპირებულ გალში მცხოვრები 15 უფროსკლასელი ინტერნეტით უზრუნველყო. მათ დაუმონტაჟდათ ინტერნეტი და 6-თვიანი სააბონენტო გადასახადი დაუფინანსდათ, რათა შეძლონ შეუფერხებლად სწავლა და განვითარება.
სვის კაპიტალისა და პროექტ „ჩართეს“ თანამშრომლობა 2024 წლის ნოემბერში, გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ პარტნიორობის ფორუმზე შედგა, სადაც ბიზნესებისა და სოციალური ინიციატივების ერთმანეთთან დაკავშირება საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
სვის კაპიტალისთვის განათლება და თანაბარი შესაძლებლობები უფლებაა და არა პრივილეგია. სწორედ ამიტომ, წელს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კიდევ არაერთი ინიციატივა გვაქვს დაგეგმილი, საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების ხელშეწყობისთვის.