ჩვენს შესახებ

ფინანსური მომსახურება თანამედროვე ადამიანებისთვის.

ჩვენს დროში, როდესაც წარმატება ხშირად სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა აუცილებელ საჭიროებად იქცა.

Სვის კაპიტალის გუნდმა მომსახურების მთავარ მახასიათებლად სისწრაფე, სიმარტივე და პროფესიონალიზმი დავისახეთ. 2010 წლიდან, ვქმნით ახალ გზებსა და შესაძლებლობებს, რომ ხელი შევუწყოთ როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე მცირე და მიკრო ბიზნესს - მათ შორის თვითდასაქმებულებსა და საოჯახო ბიზნესებს, პირადი ფინანსების მართვასა და საქმიანი მიზნების მიღწევაში.

15
წელი ბაზარზე
33
ფილიალი
13
ქალაქი
495
გუნდის წევრი
112K+
მომხმარებელი
Background Image
ჩვენი მისია და ხედვა

Სვის კაპიტალის  მისიაა მომხმარებელთა კეთილდღეობის გაუმჯობესება მარტივი, სწრაფი და ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებებით.

ვქმნით ფინანსურ სივრცეს, სადაც ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი - საჭიროება, გადაწყვეტა და სერვისი. ჩვენი მიზანია გავხდეთ უნივერსალური საფინანსო ორგანიზაცია და მომხმარებლისთვის, ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეებში, მარტივად და უსაფრთხოდ უზრუნველვყოთ ყველა მნიშვნელოვან ფინანსურ სერვისზე წვდომა.

ვაშენებთ მომავალს, სადაც ფინანსური სერვისები მდგრად განვითარებას ემსახურება - ვზრუნავთ გარემოზე, მხარს ვუჭერთ მოქალაქეებს და გულმოდგინედ ვითვალისწინებთ პასუხისმგებლიანი მართვის პრინციპებს.
 

ჩვენი ისტორია

symbol 2010 წელი

სვის კაპიტალის დაარსება

დაარსდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი, რეგულირებული ეროვნული ბანკის მიერ.

symbol 2018 წელი

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგები და კორპორატიული ობლიგაციები

Fitch (2018-19) და Scope (2020-21) რეიტინგების მიღება; პირველად და წარმატებით გამოშვებული 10 მლნ ლარის კორპორატიული ობლიგაციები 2018 წელს.

symbol 2019 წელი

MSES ბიზნეს სესხების პროდუქტის დანერგვა

კომპანიას შემოუერთდა გამოცდილი სპეციალისტების გუნდი და დაინერგა ბიზნესის განვითარებისთვის სწრაფი და მოქნილი ფინანსური გადაწყვეტები, მცირე და მიკრო მეწარმეებისთვის.

symbol 2019 წელი

ოქროს ლომბარდის პროდუქტის დანერგვა

სვის კაპიტალი ოქროთი უზრუნველყოფილი სესხების ბაზარზე დიდი სასესხო პორტფელის შეძენით შევიდა. Მოკლე დროში, სვის კაპიტალი გახდა სეგმენტის წამყვანი მოთამაშე მასშტაბური გეოგრაფიული დაფარვითა და სესხის კონკურენტუნარიანი პირობებით.

symbol 2020 წელი

არასაკრედიტო პროდუქტების დანერგვა

ქსელში ემატება ვალუტის კონვერტაციისა და სწრაფი ფულადი გზავნილების სერვისები.

symbol 2021 წელი

ფინანსური განათლების ხელშეწყობა

სვის კაპიტალი თანამშრომლობს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალთან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყოს ფინანსური განათლების გავრცელებას ქართულ საზოგადოებაში.

symbol 2021 წელი

ციფრული ტრანსფორმაციის დასაწყისი

Swiss Capital-მა შექმნა კლიენტის ონლაინ კაბინეტი, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გაიარონ იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცესი ფილიალში ვიზიტის გარეშე და დისტანციურად დაიმტკიცონ სასურველი თანხა. Შეიქმნა ვებპორტალი my.swisscapital.ge, რასაც 2022 წელს მოჰყვა scapp მობილური აპლიკაცია.

symbol 2023 წელი

დაფინანსების მიღება EMF Microfinance Fund AGMVK-ისგან

პირველად კომპანიის ისტორიაში, სს სვის კაპიტალი იღებს არაუზრუნველყოფილ დაფინანსებას ორგანიზაციისგან, რომელიც მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ინვესტირებაზე.

symbol 2023 წელი

პირველი სრულად დისტანციური პროდუქტი - ციფრული ავტო სესხი

სვის კაპიტალი ერთგული მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ საკრედიტო ლიმიტი ფილიალში ვიზიტის გარეშე. სესხის პროცესი, მათ შორის ავტომობილის შემოწმება და სესხის ხელშეკრულების გაფორმება, სრულად ონლაინ რეჟიმში ხორციელდება scapp მობილური აპლიკაციის გამოყენებით.

symbol 2024 წელი

ფილიალების ქსელის გაფართოება ბიზნესის მხარდასაჭერად

ფილიალების ქსელი ფართოვდება იმ რეგიონებში, სადაც აგრარულ და სატრანსპორტო სექტორებს ძლიერი წარმომადგენლობა აქვთ. ახალი მომსახურების ცენტრები გაიხსნა ახალციხესა და ფოთში, ხოლო თბილისში ქსელს შეემატა ორი ახალი ფილიალი სრული პროდუქტის პორტფელით. 

სვის კაპიტალის სტრატეგია

უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი

ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისები გავხადოთ მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი. ამ მიზნით, მუდმივად ვაფართოვებთ საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების არჩევანს, ვზრდით ფილიალების რაოდენობას და ვავითარებთ დისტანციურ მომსახურებებს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ვუთმობთ მცირე ბიზნესების, თვითდასაქმებულებისა და საოჯახო საწარმოების მხარდაჭერას.

ციფრული ტრანფორმაცია

ჩვენ ვქმნით ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ფინანსური სერვისები სწრაფად და მარტივად მიიღონ. ოპერაციული პროცესების და მომსახურების გაციფრულება საშუალებას მოგვცემს, მომხმარებელთა 45%-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დისტანციურ მომსახურებაზე გადავიყვანოთ - შეგიქმნათ მეტი კომფორტი და დავზოგოთ თქვენი დრო.

ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო

ჩვენთვის პრიორიტეტია თანამშრომლების უსაფრთხოება, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა. ვქმნით ინკლუზიურ გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, სამართლიანი ანაზღაურება და შესაბამისი მხარდაჭერა პროფესიული განვითარებისათვის. ჩვენი მიზანია, თითოეულმა თანამშრომელმა იგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა და იყოს მოტივირებული საერთო წარმატების მისაღწევად.​

პასუხისმგებლიანი ბიზნესი

სვის კაპიტალი მრავალი წელია ხელმძღვანელობს გამჭვირვალე და სამართლიანი ურთიერთობის პრინციპებით. ეს კი მომხმარებელთა მაღალი ნდობის საფუძველი გახდა. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ კიდევ უფრო გავიზარდოთ როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი, რომელიც მხარს უჭერს მდგრადი განვითარების პრინციპებს და მოქმედებს მაღალი მმართველობითი სტანდარტების შესაბამისად. გვჯერა, რომ ამ გზით დადებითი გავლენის მოხდენა შეგვიძლია საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.​

დაინტერესდი ჩვენით?

გაიგე მეტი ჩვენს შესახებ – გაეცანი ჩვენს სერვისებს ან იპოვე შენთვის საინტერესო ვაკანტური პოზიცია სვის კაპიტალის გუნდში.