კარიერა ვაკანსიები მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ოფიცრის სტაჟიორი

მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ოფიცრის სტაჟიორი

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ოფიცრის სტაჟიორის თანამდებობაზე ქ. თბილისში, შერჩეული კანდიდატები შეძლებენ დაეუფლონ ბიზნეს დაკრედიტების ოფიცრის პროფესიას და მიიღონ დასაქმების შანსი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
  • მარკეტინგული აქტივობებში მონაწილეობის მიღება; მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიუკური აზროვნება;
  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა;

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; 
  • სტაჟირების პერიოდი: მაქ. 2 თვე.
  • ანაზღაურებადი სტაჟირება.
  • წარმატებულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს მიკრო ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge 

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - "Micro Business loans’ Intern officer".