შემოგვიერთდი

კარიერა სვის კაპიტალში

თუ ხარ მოტივირებული და ეძებ ახალ გზებს განვითარებისთვის, შემოგვიერთდი! სვის კაპიტალში გექნება შესაძლებლობა გაიზარდო პროფესიულად და შეიტანო რეალური წვლილი საერთო წარმატებაში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და შექმენი მომავალი ჩვენთან ერთად.

იხილე ვაკანსიები

სვის კაპიტალი: სანდო და საიმედო პარტნიორი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 33 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში. სვის კაპიტალის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.

15 წელი ბაზარზე
33 ფილიალი
13 ქალაქი
495 თანამშრომელი
112K+ მომხმარებელი
  • კარიერული განვითარება
  • თანასწორი შესაძლებლობები
  • სოციალური პაკეტი

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შემიძლია სვის კაპიტალში ვაკანსიაზე აპლიკაციის/რეზიუმეს გაგზავნა?

აირჩიე შენთვის საინტერესო პოზიცია ვაკანსიების ჩამონათვალიდან, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირე ღილაკს "გაგზავნა". აპლიკაციის მიღების შემდეგ, თუ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება პოზიციის მოთხოვნებს, აუცილებლად დაგიკავშირდებით.​

როგორია შერჩევის პროცესი?

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს და განსხვავდება ვაკანსიის მიხედვით. თუმცა ძირითადად პროცესი შემდეგნაირია:

  • შემოსული განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება
  • საჭიროების შემთხვევაში: ტესტირება ან პრაქტიკული დავალება
აპლიკაციის/რეზიუმეს გამოგზავნის შემდეგ რამდენ ხანში გავიგებ პასუხს?

განაცხადის/რეზიუმეს განხილვა შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. თუ შენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, აუცილებლად დაგიკავშირდებით შემდგომი ეტაპების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად.​

შემიძლია ერთზე მეტ ვაკანსიაზე აპლიკაციის/რეზიუმეს გაგზავნა?

დიახ, შეგიძლია. მთავარია, რომ აკმაყოფილებდე მოთხოვნებს და შეძლო გამოქვეყნებული პოზიციის მიმართ შენი ინტერესის დემონსტრირება. 

შესაძლებელია დისტანციური მუშაობა?

ზოგიერთი პოზიცია მოითხოვს ოფისში ყოფნას, თუმცა სვის კაპიტალი ეტაპობრივად ავითარებს მოქნილ სამუშაო მოდელებს, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს დააბალანსონ პროფესიული და პირადი ცხოვრება. დეტალური ინფორმაცია ყოველთვის მითითებული იქნება კონკრეტული ვაკანსიის აღწერაში.​

როგორი გარემოა სვის კაპიტალში?

სვის კაპიტალის გუნდი დაფუძნებულია ზრუნვაზე, პატივისცემაზე, განვითარებასა და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე. ჩვენთვის თითოეული თანამშრომლის აზრი მნიშვნელოვანია, მუდმივად ვუჭერთ მათ მხარს და ვაძლევთ პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.​

რა ღირებულებები აქვს კომპანიას?

ჩვენი ღირებულებებია მიზანმიმართულობა, გუნდურობა, ურთიერთპატივისცემა, პროფესიონალიზმი, ინკლუზიურობა და თანასწორობა. 

როგორია კარიერული განვითარების შესაძლებლობები სვის კაპიტალში?

კომპანიაში ფუნქციონირებს ტრენინგ-ცენტრი და თანამშრომელთა განვითარების სტრუქტურირებული სისტემა. რეგულარულად ტარდება გადამზადება, შიდა კონკურსები და კარიერული წინსვლის ხელშემწყობი პროგრამები, რაც თანამშრომლებს აძლევს საშუალებას გაიზარდონ პროფესიულად და დაწინაურდნენ უფრო მაღალ პოზიციებზე.​
 

მიმდინარე ვაკანსიები

ვერ იპოვე სასურველი ვაკანსია?

თუ ვერ იპოვეთ თქვენთვის სასურველი ვაკანსია, დაგვიტოვეთ მონაცემები და მომავალში, ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.