ჩვენი ფოკუსი

კორპორაციული პასუხისმგებლობა

გვჯერა, რომ ბიზნესს შეუძლია წამყვანი როლი შეასრულოს საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განვითარებაში. ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და რეალურ ქმედებებს, რომლებიც მომავალზე ზრუნვას ემსახურება.

განათლება მომავლისთვის

მხარს ვუჭერთ ახალგაზრდების განათლებასა და ფინანსურ ცნობიერებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ცოდნა არის გზა თავისუფლებისა და პოზიტიური ცვლილებებისკენ.

გარემოზე ზრუნვა

ეკო-მეგობრული მიდგომები როგორც ოპერაციებში, ისე საზოგადოებრივ სივრცეში – ცნობიერების ამაღლებითა და მწვანე ინიციატივებით.

სოციალური მხარდაჭერა და თანასწორობა

ინიციატივები მიმართულია რეგიონული და სოციალურად დაუცველი ჯგუფების გაძლიერებაზე – პროექტებით, რომლებიც მიმართულია თანასწორი შესაძლებლობების შექმნისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ.

მდგრადი მეწარმეობის 
მხარდაჭერა

მცირე ბიზნესის წახალისება და განვითარების ხელშეწყობა. ვეხმარებით მცირე და მიკრო მეწარმეებს განვითარებაში, რადგან ადგილობრივი ბიზნესი მდგრადი ეკონომიკის საფუძველია.